2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო.

ფინალურ მატჩში ისინი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და საკმაოდ გახსნილ და უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 გაიმარჯვეს.

ფრანგებმა ანგარიში 18-ე წუთზე გახსნეს, როცა მანჯუკიჩმა ავტოგოლი გაიტანა. ხორვატებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა შემდეგ წინ ისევ ფრანგები გაიჭრნენ, როცა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ანტუან გრიზმანმა შეასრულა. მესამე გოლი პოლ პოგბამ გაიტანა, საფრანგეთის ნაკრების ბოლო გოლი კი მბაპეს ანგარიშზე იყო.

მატჩის ბოლო გოლი ხორვატმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. კერძოდ, ლორისის შეცდომა მარიო მანჯუკიჩმა გამოიყენა და სხვაობა ორამდე შეამცირა.

საფრანგეთის ნაკრებისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონის მეორე ტიტულია. პირველად მათ თასი 1998 წელს ასწიეს, როცა ფინალში ბრაზილიის ნაკრები დაამარცხეს.