ხორვატიის პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც ეროვნული ნაკრების აქტიური გულშემატკივარი, ხორვატიის სახელით რუსეთს მადლობა გადაუხადა. ვიდეომიმართვა ხორვატიის პრეზიდენტმა რუსულ ენაზე ჩაწერა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

On.ge გთავაზობთ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტს ქართულად:

"მადლობა, რუსო გულშემატკივრებო. ხორვატი გულშემატკივრების სახელით მადლობას გიხდით გულითადი მიღებისათვის. თქვენ შესანიშნავი მასპინძლები ხართ. დღეს უგულშემატკივრეთ ხორვატიას. მოდით გავიხაროთ ერთად."

მას შემდეგ, რაც რუსეთის ეროვნული ნაკრები ხორვატიასთან მატჩში დამარცხდა და მუნდიალს გამოეთიშა, მსოფლიო ყურადღების ცენტრში ხორვატიის პრეზიდენტის აღნიშვნა მოხვდა. შეძახილებმა რუსეთის პრემიერს, დიმიტრი მედვედევს უხერხულობა შეუქმნა.

ხორვატია მოგებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ ქართველი და უკრაინელი გულშემატკივრები. მატჩის დასრულების შემდეგ ხორვატმა ფეხბურთელმა და სამწვრთნელო გუნდის წევრმა აღნიშნეს, რომ გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს. ამ მიზეზით, სამწვრთვნელო გუნდიდან მოიხსნა სემაგოი ვიდამ კი ბოდიში მოიხადა, რადგან მას რუსი გულშემატკივრები მოედანზე სტვენით ხვდებოდნენ.