რაჭაში, სოფელ ღებში მდინარე რიონი ადიდდა. როგორც ონის მერმა, ემზარ საბანაძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მდინარის ადიდება ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. მისი თქმით, ადიდებულმა მდინარემ დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი ორი ხიდი წაიღო.

საბანაძის თქმით, 50-60 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ონის მერი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე წვიმამ იკლო და როგორც კი მდინარის დონე დაიწევს, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

On.ge ცდილობს დაუკავშირდეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და დამატებითი ინფორმაცია მიიღოს.

ფოტო: მზია გავაშელი / Facebook

ფოტო: მზია გავაშელი / Facebook

ფოტო: მზია გავაშელი / Facebook