დღეს, 14 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე მთავრობის განახლებულ კაბინეტს უნდა უყარონ კენჭი.

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი;
  • ეკონომიკის მინისტრის პოსტზე - გიორგი ქობულია.

სხვა მინისტრებმა პოსტები შეინარჩუნეს. მთავრობის ახალ სტრუქტურაში იქნება 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

რიგგარეშე სხდომა 12 საათზე დაიწყება. განახლებული მთავრობის მოსმენას პარლამენტში თვალი ადევნეთ ამ ბმულზე.