გიორგი გახარია: რა უფრო მძიმე დანაშაულია, გარდაცვლილი სიაში, თუ ის, რომ ვიღაც გამოგვრჩა
განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრა ფრაქცია ევროპულ საქართველოსთან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის განხილვით დაიწყო. ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რატომ არიან შეყვანილი გარდაცვლილი ადამიანები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში.
კითხვას პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გასცა და განაცხადა, რომ საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს ამ ადამიანების გარდაცვალების შესახებ დასაბუთებული მტკიცებულებები არ გააჩნდათ.
აღნიშნულ პასუხს სერგი კაპანაძის კითხვა მოჰყვა, თუ რატომ არ არის საკმარისი საჯაროდ არსებული ინფორმაცია პირის გარდაცვალების დასაჯერებლად.
გიორგი გახარიამ სერგი კაპანაძის კითხვას პერფორმანსი უწოდა და განმარტა, რომ შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც ბრალის წაყენების სტანდარტი ყოფილიყო, არ არსებობდა.
"90 წლების შემდეგ ბევრი ტრაგედია მოხდა და უმძიმესი დანაშაულები იყო ჩადენილი. ყველა ის ადამიანი, რომელსაც რაიმე დანაშაული ჰქონდა, შევიყვანეთ ამ სიაში, დავუშვათ რაიმე შეგვეშალა, რა უფრო მძიმე დანაშაულია, ვიღაც რომ სიაში გარდაცვლილია თუ ის, რომ გამოგვრჩა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგნენ, რადგან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ჯალათები არიან შეყვანილები.
პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა, აცნობეს თუ არა პრემიერ-მინისტრს სიის გასაჯაროვებამდე, რომ კონკრეტული პირების გარდაცვალების შესახებ საინფორმაციო სივრცეში ცნობები არსებობდა.
მამუკა ბახტაძის თქმით, სამართალდამცველებმა მას სახელმძღვანელო სტანდარტის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"თუნდაც არსებობდეს მინიმალური რისკი რომ ეს ადამიანები ცოცხლები არიან, სიაში უნდა ყოფილიყვნენ", - განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რატომ არ მიაწოდა სიაში მყოფი გარდაცვლილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას, თუ ამის შესახებ წინასწარ იცოდა, მამუკა ბახტაძემ უპასუხა: "სია გამოვაქვეყნეთ და შემდეგ მოხდა განმარტება".
შს მინისტრმა მამუკა გახარიამ განაცხადა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გარდაცვლილი ადამიანები ცოცხლები აღმოჩნდნენ და მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზიც ეს რისკი იყო.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემადგენლობა 26 ივნისს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, შეყვანილი არ არის რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე, თუმცა შეყვანილია გარდაცვლილი ადამიანები.
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
კომენტარები