FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ 2022 წელს კატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

ინფანტინოს თქმით-ვე სხვადასხვა ჩემპიონატის ლიგებს ინფორმაცია გადაეცათ და მათ საკმარისი დრო აქვთ, რათა ადაპტირება მოახერხონ.

მართალია, ზოგიერთი ლიგისთვის ეს დიდი პრობლემა არ იქნება, რადგან ზამთარში შესვენებები აქვთ, თუმცა ინგლისის პრემიერლიგას 2022 წელს ერთით მეტი თავსატეხი ექნება.