გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 13-დან 17 ივლისის ჩათვლით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა, ქარის გაძლიერება და შესაძლოა სეტყვაც.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები.