ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იცნობდა. მინისტრობის კანდიდატს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ კითხვა უმრავლესობის დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა დაუსვა.

"მიხეილ სააკაშვილს მე ვარ ერთხელ შეხვედრილი, სადღაც 2007 წელს. მაშინ იყო ასეთი ინიციატივა, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების კომისიასავით შეიქმნა და ამის ფარგლებში ვიყავი ჩამოსული. რაღაც კრიზისი იყო. მერე მახსოვს მცხეთაში წავედით სალობიეში და კარგად დამამახსოვრდა, რა, კარგი იყო, რა, წაგვიყვანეს და კარგი ლობიო იყო მართლა, რა", - თქვა მინისტრობის კანდიდატმა.

ლურსმანაშვილმა დღეს, 13 ივლისს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ქობულიასთვის კითხვების დასმის დროს აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს იცნობდა "შთაბეჭდილება დაეკარგებოდა".