American Horror Story, Scream Queens, American Crime Story-ისა და Feud-ის შემქმნელის რაიან მერფია ახალი სერიალი - Pose მეორე სეზონით დაბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ FX-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა დაადასტურა და თქვა, რომ მისი აზრით მერფის ეს შოუს არხის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია.

სერიალის სიუჟეტიც 80-იან წლების ნიუ-იორკში ვითარდება და მანჰეტენის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ცხოვრების კონტრასტულობას გვიჩვენებს. აქ შეხვდებით მდიდრულ პერიოდს თავისი კულტურული სამყაროს წვეულებებითა და გარეუბნის სოციალურ მდგომარეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ რაიან მერფის გადაწყვეტილებით მის ახალ შოუში მონაწილეობას ხუთი ტრანსგენდერი მსახიობი იღებს.

ამავდროილად FX-ის ახალ სერიალში მონაწილეობას იღებენ ივან პეტერსი, კეიტ მარა, ჯეიმს ვან დე ბიკი და ტატიანა მასლანი.

რაიან მერფისთან ერთად შოუს შექმნაზე ტრადიციულად ბრედ ფალჩუკი მუშაობდა.