პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ქობულიას უსმენენ და კითხვებს უსვამენ, მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის კითხვას გამოეხმაურა:

"აქ დაისვა კითხვა, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ხომ არ გქონიათ შეხება და ა.შ. მე მინდა გკითხოთ, როდესმე ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ან რომან გოცირიძესთან ხომ არ გქონიათ შეხება? შთაბეჭდილება არ დამაკარგვინოთ თქვენზე".

მანამდე, ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ, მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, თუ ვინ შეარჩია ის და აქვს თუ არა კავშირი ბიძინა ივანიშვილთან.