ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაგოია ბაშოს მეექვსე დღეს პირველი მარცხი განიცადა.

მისი მეტოქე ტამავაში იყო.

მიუხედავად მარცხისა, იმის შანსი, რომ ბაშო ლევანმა მოიგოს, მაინც მაღალია. ჰაკუჰოს, რომელიც ბაშოს დაწყებამდე ერთ-ერთი ფავორიტი იყო და რომელმაც ტურნირის გაგრძელებაზე (ტრავმის გამო) უარი თქვა, მეორე იოკოძუნა კაკურიუც მიყვა. კაკურიუმ ეს გადაწყვეტილება გუშინ განცდილი მეორე მარცხის შემდეგ მიიღო.

ტოჩინოშინი ხვალ შოდაის დაუპირისპირდება.