მართალია ნომინაციების რაოდენობით ნეტფლიქსმა HBO-ს აჯობა, მაგრამ სამაგიეროდ ამ უკანასკნელს აქვს ის, რაზეც ყველა არხი ოცნებობს - სამეფო კარის თამაშები.

სწორედ ეს შოუ გახდა ემის 70-წლიან ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებული სატელევიზიო პროგრამა.

უშუალოდ GOT-ს, როგორც სერიალს 22 ნომინაცია აქვს, საერთო ჯამში სხვადასხვა კატეგორიებზე გადანაწილებით კი ეს რიცხვი 129-ს აღწევს.