დიდუბეში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ხანძარია. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უთხრა, ხანძარი საბურავებს უკიდია, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. მათივე თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ჩანადირი / On.ge

შესწორება: თავდაპირველად სათაური იყო "დიდუბის მეტროსადგურის მიმდებარედ ხანძარია". დაზუსტების შემდეგ სათაური შეიცვალა.