მსახიობები მარგო რობი და სირშა რონანი Focus Features-ის ახალ ფილმში, Mary Queen of Scots, მთავარ როლებს შეასრულებენ.

მარგო რობი ფილმში დედოფალ ელისაბედის როლს მოირგებს, შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტისას კი სირშა რონანი.

ისტორიის თანახმად, ტახტის დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მარიამ სტიუარტმა მფარველობა ინგლისის დედოფალ ელისაბედ პირველს სთხოვა, თუმცა მანამდე ის სწორედ ელისაბედის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. მეტიც, ბევრი ინგლისელი კათოლიკე სწორედ მას მიიჩნევდა ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. ელისაბედმა სტიუარტი საფრთხედ მიიჩნია და დაატყვევა. თვრამეტწლიანი ტყვეობის შემდეგ კი მას ბრალი ელისაბედის მკვლელობის მცდელობაში დასდეს და სიკვდილით დასაჯეს.