FIFA-ს წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ოპერატორებმა "მიმზიდველ ქალებზე" კამერის შეჩერება და მიახლოება შეწყვიტონ.

ანტი-დისკრიმინაციული ჯგუფის (Fare Network) წევრები აცხადებენ, რომ რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პრობლემა სექსიზმია და მათ ამ უკანასკნელის 30-მდე შემთხვევა დააფიქსირეს.

საგულისხმოა, რომ ტურნირის დაწყებამდე ბევრი იწერებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარი პრობლემა რასიზმი და ჰომოფობია იქნებოდა, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა.

FIFA-ში ამბობენ, რომ ეს დისკრიმინაციის წინააღდეგ მიმართული ერთ-ერთი აქტივობაა და ევოლუციის ნორმალურ პროცესს წარმოადგენს.