ტაბლოიდები ივნისის დასაწყისში გვარწმუნებდნენ, რომ რიანა "კაცებით დაიღალა" და თავის მილიარდერ შეყვარებულს დაშორდა, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ეს ამბები რეალობას ბოლომდე არ შეესაბამება.

ამას კი ის ფოტოებიც მოწმობს, რომლებშიც ბარბადოსელი ლამაზმანი ჰასან ჯამელთან ერთად მექსიკაში ისვენებს. როგორც ჩანს, ისინი იმდენად შეყვარებულები არიან, რომ ერთმანეთს შორის ცხარე კამათსაც არ ერიდებიან.

და როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფოტოების შემდეგ, ტვიტერის მომხმარებლებს უამრავი თეორია გაუჩნდათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო შეყვარებულების განხეთქილების მიზეზი და ძალიან მალე ინტერნეტი რიანას და ჰასანის ფოტოებით ინსპირირებულმა მიმებმა წალეკა.

ამ ყველაფერს კი, 30 წლის ცეცხლოვანი დივა მიმის თავისი ვერსიით გამოეხმაურა და მთელი მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის ხუმრობით დატროლა.

"როცა ფიქრობ, რომ ფეხბურთში უკეთ ერკვევი"

when u think u know more bout soccer 😼💪🏿 #worldcup2018

A post shared by badgalriri (@badgalriri) on

ახლა კი, გადავხედოთ ინტერნეტის შემოქმედებას. მიმების უმეტესობა მიუთითებდა, რომ ჰასანი რიანას ყოფილი შეყვარებულის, დრეიკის სიმღერებს [are you ridin] ასმენინებდა.

"ეგ უბედურება აღარ ჩართო!"

"ჰასანი: რირი, გიყვარვარ? [ტექსტი დრეიკის სიმღერიდან In My Feelings]

რიანა: გითხარი, რომ დრეიკის სიმღერებს ნუ უსმენ-მეთქი, არ გამაბრაზო ჰასან, არ გამაბრაზო!"

მიმის ავტორებმა, განხეთქილების სავარაუდო მიზეზად რიანას მეცხრე ალბომის გამოსვლის თემაც განიხილეს.

"ჰასანი: ხალხს მუსიკა სჭირდება, მუსიკა!"

"ჰასანი: მე მხოლოდ ის გკითხე, ახალ ალბომს როდის გამოუშვებდი

რიანა: და მე მაინტერესებს, ვინ გამოგგზავნა????"

"ჰასანი: მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ შენს ფანებს ახალი ალბომიდან ერთი სიმღერის ნაწილი მაინც უნდა მოასმენინო, ეს დიდ პრობლემებს არ შექმნის

რიანა: მომშორდი, ბიჭო"

"ჰასანი: ფანები გელიან რირი, არ ფიქრობ, რომ რამე ახალი უნდა გამოუშვა?

რიანა: გითხარი, რომ შენს საქმეს უნდა მიხედო და შეწყვიტო მუსიკის შესახებ კითხვების დასმა"

"რიანა: მე აქ ვცდილობ Fenty გავყიდო და შენ Binty-ს ეფლირტავები?

ჰასანი: ვინ? მე? ვალაჰა ჰაბიბი, მე არაფერი დამიშავებია"

რა თქმა უნდა, ყველა რიანას მხარეს იყო.

"რიანას რაც არ უნდა ეთქვა, ყველაფერი მაინც ჰასანის ბრალია"

"ღმერთო, ჰასანმა კამათისას თითით მიანიშნა და რიანამ მანერა გადაუმოწმა"

"მგონი აქ რიანა ამბობს, რომ ყველა კაცი ნაგავია და ჰასანი პასუხობს, რომ მთლად ყველაც არა"

"თუ რიანას ჰასანთან აღარ უნდა, იქნებ მე ვიყო მაგ ბიჭთან?"

ფანებმა ამ დრამაში რიანას ყოფილი შეყვარებული ლეოც გახვიეს

თქვენ როგორ ფიქრობთ, რაზე იკამათეს რიანამ და ჰასანმა?