რეალითი შოუს Keeping Up with the Kardashians-ის ყოფილი მონაწილე კაილი ჯენერი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, სამი წელიც არაა, რაც ტუჩსაცხის, Kylie Cosmetics-ის საკუთარი ბიზნესი აქვს და მისი ქონება უკვე 900 მილიონ დოლარს შეადგენს.

ჟურნალმა Forbes-მა კაილი ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა ქალად დაასახელა, რომელიც მილიარდერი საკუთარი შრომით გახდება.

კაილი ჯენერი კარდაშიანების კლანიდან ყველაზე უმცროსია. მისი ნახევარდის, 37 წლის კიმ კარდაშიანის, შემოსავალი 350 მილიონ დოლარს შეადგენს.

კაილის, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ჯერ ლეგალურად ალკოჰოლის მიღებაც არ შეუძლია, თუმცა უკვე მოხვდა ფორბსის ყდაზე. ის 21 წლის 10 აგვისტოს გახდება.

როგორ დააგროვა 900-მილიონიანი ქონება 3 წელზე ნაკლებ დროში 20 წლის კაილი ჯენერმა - ასე ჰქვია ფორბსის სტატიას, რომლის წაკითხვაც ჟურნალის გამოსვლამდე ონლაინ შეგიძლიათ.

heat wave

A post shared by Kylie (@kyliejenner) on