სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ ხორავას ქუჩს საქმეზე სამოხელეო დანაშაული ან გულგრიოლობა იკვეთება, რამაც საქმეზე სხვა დამნაშავეები ვერ დაადგინა. ამის შესახებ ლომჯარია პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სახალხო დამცველმა პროკურატურას რეკომენდაციით მიმართა, რათა დაიწყოს გამოძიება იმ პირების მიმართ, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმეს იძიებდნენ.

ლომჯარიას განმარტებით, ხორავას ქუჩის საქმის შესწავლამ გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რის გამოც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.

"ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება - ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი", - განაცხადა ლომჯარიამ.

საგამოძიებო კომისიაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე:

  • რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები;
  • რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რომელიც სხვა პირების და მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ ჩაატარა.