საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კახიშვილი 2015 წლის პირველი აგვისტოდან ამ დრომდე სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობდა. ბახტაძის მცირე მთავრობის გეგმის მიხედვით, ეს სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს უერთდება.

კახიშვილამდე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე იყო, რომელიც გუშინ, 11 ივლისს საპროკურორო საბჭომ მთავარ პროკურორად აირჩია.