რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაში ანგარიში ინგლისელებმა გახსნეს, თუმცა პერისიჩმა გათანაბრება მოახერხა, დამატებით ტაიმებში კი თავი მარიო მანჯუკიჩმა გამოიჩინა და ხორვატებს გამარჯვება მოუტანა.

ტურნირის გამარჯვებული 15 ივლისს გამოვლინდება. იქ ხორვატი ფეხბურთელები საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.