საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრები უკვე შეარჩია. ცვლილება სამ უწყებას შეეხო. მოსალოდნელ ცვლილებებზე ბახტაძემ ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გამართა.

მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებად მოიაზრებიან:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად - მიხეილ ბატიაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრად - ივანე მაჭავარიანი;
  • ეკონომიკის მინისტრად - გიორგი ქობულია.

ახალ მთავრობაში სულ 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება. ბახტაძის თქმით, დანარჩენი მინისტრები, მათ შორის იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი თანამდებობაზე რჩებიან.