საქართვეოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას 12 ივლისს, დილით, 10:00 საათზე დაასახელებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობასთან, პოლიტსაბჭოს სხდომაზე 11 ივლისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბოლო კონსულტაცია გაიმართება.

ქართული ოცნების ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა 11 ივლისს 20:00-ზეა ჩანიშნული.

ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სამ მინისტრს შეეხება. მედიასაშუალებები ახალი მინისტრების სავარაუდო სიას ავრცელებენ, რომელსაც On.ge გთავაზობთ.

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სავარაუდოდ, მიხეილ ბატიაშვილი იქნება. ბატიაშვილი ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია.
  • ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, იმედის ინფორმაციით რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რუსთავი 2-ის ცნობით, კი ამ თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი, ჯეოსელის ყოფილი კომერციული დირექტორი დაინიშნება.
  • ეკონომიკის მინისტრი, მედიასაშუალებების თქმით, გიორგი ქობულია იქნება. ქობულია ექიმი-კარდიოლოგია და ამჟამად მოსკოვში საქმიანობს.