საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი 1000 ავტომობილით შემცირდება.

მისი განმარტებით, აღნიშნული მანქანები რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა და მათ ნაცვლად პატრულისთვის, გარემოს დაცვითი ოპერაციისა და სხვა სპეციალური საჭიროებისთვის სპეციალურ მანქანებს შეიძენენ.

"მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც აქვს პერსონალური ავტომობილით სარგებლობის უფლება. დაახლოებით ხუთასი ე.წ. მიკუთვნებული მანქანა სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

მისი განმარტებით, ეს არის პირველი ნაბიჯი სახელმწიფო უწყებებში ავტოპარკის ცვლილების მიმართულებით და სხვა ინიციატივებიც იგეგმება, მათ შორის ერთიანი პარკისა და მისი მენეჯმენტის შექმნა.