თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიაწოდეს.

ხანძარი კუკიის დასახლებაშია, თუმცა კვამლი შეიმჩნევა სხვადასხვა უბნიდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველები ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ და ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.