როგორც უკვე მოგიყევით, ბიონსემ ისტორიულად შავკანიანებით დაკომპლექტებულ კოლეჯს $100 ათასის ოდენობის სტიპენდია გადაურიცხა. თუმცა ეს ყველაფერი არაა.

პოპ-დივამ, გადაწყვიტა, რომ Balmain-ის კოსტიუმები, რომლებიც კოაჩელას ფესტივალზე ცეცხლოვანი შესრულებისას ეცვა, გაყიდოს, და ფული ქველმოქმედებას მოახმაროს.

თანხას ის კვლავ ისტორიულად შავკანიანებით დაკომპლექტებულ უნივერსიტეტებს გადაურიცხავს.

ბალმეინი ბიონსეს ყვითელ და ვარდისფერ ჰუდებს შეკერავს, რომლის წინ არსებული ემბლემაც შავკანიანების მხარდამჭერი სიმბოლოა. კოლექციას შავი ჰუდიც დაემატება.

ბიონსესა და სამოდელო სახლის საიტზე ჰუდები 14 ივლისიდან გამოჩნდება და თითოეულის ღირებულება $290 იქნება.