კატარინა ზარუცკი 19 წლის სტუდენტია კალიფორნიიდან, რომელიც 14 წლიდან მოდელის პროფესიასაც ეუფლება. ის თავის ცხოვრების და მოგზაურების შესახებ ინსტაგრამზე ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მას 26 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ის შეყვარებულთან და მის ოჯახთან ერთად ბაჰამის კუნძულებს ესტუმრა და დასვენებისა და საინტერესო ადგილების მონახულების გარდა, რამდენიმე ლამაზი ფოტოც გადაიღო.

თუმცა ამ მოგზაურობიდან მისთვის უფრო დასამახსოვრებელი ის დღე იყო, როცა ფოტოს გადაღება ზვიგენების გარემოცვაში გადაწყვიტა.

მედდა ზვიგენებთან ერთად ცურვა ბაჰამის კუნძულებზე ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ისინი უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს არ ერჩიან. ასე რომ, კატარინას სურვილი, მათთან ერთად სურათი გადაეღო, სრულიად უწყინარი იყო.

თუმცა მოვლენები არც ისე განვითარდა, როგორც ის ფიქრობდა. ის წყალში ჩაწვა და შემდეგ რა მოხდა, ფოტოებზეც კარგად ჩანს.

კატარინას თქმით, ის ზვიგენმა წყლის ქვეშ ჩაითრია, თუმცა მან თავდასხმისას მოთმინება მოიკრიბა, ზვიგენს დაუსხლტა და წყლის ზედაპირზე ამოვიდა, ხელი კი ზემოთ ამოწია, რომ თავისი სისხლით სხვა ზვიგენებიც არ გაეღიზიანებინა.

წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ მარტივი ნაკბენით გადარჩა.

"იღბლიანი ვარ, რომ ხელი ადგილზე მაქვს. არც კი მჯერა, რომ ამოსვლამდე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი", - თქვა მან.

ინსტაგრამზე ფოტოს დაპოსტვის შემდეგ, კატარინა კრიტიკაში გაეხვა, რადგან მომხმარებლები ფიქრობდნენ, რომ ის თავდასხმაში ზვიგენებს ადანაშაულებდა. მოდელი დასძენს, რომ მას ცხოველები უყვარს, უბრალოდ საკუთარი სიტუაციის გადმოცემა უნდოდა.

"ზვიგენები საყვარლები არიან, თუმცა თუ ფრთხილად არ იქნები, შეიძლება თავს დაგესხან"

უამრავი ნეგატიური კომენტარის შემდეგ, კატარინამ ინსტაგრამის ექაუნთი არაგამომწერებისთვის დახურა.