იაპონიაში, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 179 ადამიანი გარდაიცვალა, 70 კი დაიკარგა. რამდენიმე დღის წინ, კოკისპირულმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია და ცენტრალური და დასავლეთ არეალი დატბორა. განსაკუთრებით დაზარალდა ოკაიამას, ჰიროსიმასა და იამაგუჩის პრეფექტურები.

წყალდიდობის გამო 8 მილიონზე მეტი მოსახლე ევაკუირებულია სახლებიდან, ათასობით ადამიანი კი სკოლის დარბაზებს აფარებს თავს.

BBC-ის ცნობით, 1982 წლის შემდეგ წყალდიდობას მსგავსი რაოდენობის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პრემიერ-მინისტრმა შინძო აბემ ოფიციალური ვიზიტი გააუქმა საზღვარგარეთ, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გამო. ის ახლა ოკაიამას დასახლებაში იმყოფება, სადაც წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ფოტო: EPA

ფოტო: Issei Kato / Reuters

ფოტო: AFP