რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიღების გზაზე
"27 წლის ვარ. ახლა მეორე უმაღლეს სასწავლებელში ვსწავლობ. ჩემს მშობლებს სოფელში ყველა იმას ეკითხება, რატომ არ მათხოვებენ და როდემდე უნდა ვისწავლო", – ამბობს გულპარი მაჰმუდოვა. ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მე–4 კურსზე სწავლობს.
როდესაც გულპარი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერიდან თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად, 19 წლის იყო. იმ დროისთვის ტალავერიდან თბილისში მის გარდა არავინ სწავლობდა: "10 წლის წინ ჩვენი სოფლიდან უმაღლესი განათლების მისაღებად ყველა ბაქოში მიდიოდა. როცა თბილისში გადავწყვიტე სწავლა და მშობლებმაც მხარი დამიჭირეს, ახლობლებს და მეზობლებს გაუკვირდათ. ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ თბილისში ჩემი გაშვება და ქართველებთან და ზოგადად, ქრისტიანებთან ერთად სწავლა ცუდი გადაწყვეტილება იყო. ჩემი მშობლები ასე სტერეოტიპულად არ აზროვნებენ და თანასოფლელების კრიტიკას ყურადღება არ მიაქციეს," - ამბობს გულპარი.
ახლა ტალავერიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა სწავლობს. თუმცა, გოგონა მათ შორის ძალიან ცოტაა. „ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი უმაღლეს განათლებას რომ ვერ იღებს, ამას აქვს თავისი მიზეზი: სკოლებში განათლების ხარისხი ძალიან დაბალია. ქართული ენა კარგად არ ისწავლება. გარდა ამისა, ბევრ ოჯახს მატერიალურად უჭირს. უმაღლეს განათლებას ცოტა ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალი რომ იღებს, ეს იმის ბრალია, რომ ბევრ ოჯახში დღემდე მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ვაჟს უნდა ასწავლონ, ქალიშვილი კი ადრეულ ასაკში გაათხოვონ".
გულპარი იმ დაბრკოლებებზე საუბრობს, რასაც ეთნიკურია აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლებისაკენ მიმავალ გზაზე აწყდებიან: "სკოლაში ქართულ ენას ძალიან ცუდად ასწავლიან. ბოლო წლებში საერთოდ არ გვყავდა ქართული ენის მასწავლებელი. ქართული ენის არცოდნის გამო ვერ ჩავირიცხე სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამიტომ სწავლა თავიდან ერთ-ერთ კერძო უნივერსიტეტში დავიწყე. იქ ვისწავლე ქართული და შემდეგ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ახალგაზრდების უმრავლესობისთვის ქართული ენის არცოდნა სერიოზული დაბრკოლებაა. თბილისში სწავლაც არ არის იაფი. ბინის ქირა ძვირია და ცხოვრებაც დღითიდღე ძვირდება. პროდუქტების დიდ ნაწილს სოფლიდან მიგზავნიან. მიუხედავად ამისა, თვეში მინიმუმ 300 ლარი მეხარჯება. ბევრ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს".
გულპარი ამბობს, რომ თბილისში ცხოვრებამ ისიც და მისი მსოფლმხედველობაც რადიკალურად შეცვალა: "მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში სრულად ვარ ინტეგრირებული. საკუთარი თავის რწმენა გამიჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, ახლა უკვე ვიცი, რომ სხვა მოქალაქეების თანასწორი ვარ. ქართული ენის ცოდნა ძალიან მეხმარება საკუთარი უფლებების დაცვაში. ეთნიკურ აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი სახელმწიფო ენის არცოდნის გამო სახელმწიფო ორგანოებში ხშირად აწყდება უსამართლობას. როდესაც რომელიმე ნაცნობის უფლებები ირღვევა, ვცდილობ ისიც დავიცვა. ახლა უკეთ ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალის განათლებას. ეთნიკურ აზერბაიჯანელ მშობლებს მინდა ვუთხრა, რომ პირველ რიგში გოგონებს უნდა მისცენ განათლება. განათლება ნიშნავს მათ გადარჩენას. მათ პროფესია უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ უზრუნველყონ საკუთარი ეკონომიკური თავისუფლება და ოცნებები არ წაართვან".
გულპარი რამდენიმე წელში ყველაზე დიდ ოცნებას აისრულებს და ექიმი გახდება. საქართველოში მცხოვრები ასობით ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდისთვის მსგავსი ოცნება დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები