შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორობის კანდიდატებიდან თავი მოხსნა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მისი თქმით, მოთხოვნილი იყო საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მედიას დასწრება შეძლებოდა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. ამ სხდომაზე მთავარი პროკურორი უნდა აირჩიონ.

"ხელისუფლებამ არ მოისურვა რომ დემოკრატიის ასეთი მცირე ხარისხი მაინც შეეძინა. ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ამით იყო განპირობებული. ჩემი მონაწილეობა ასე იქნებოდა ანტურაჟი", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

თავისუფალი დემოკრატების წევრი, შალვა შავგულიძე მთავარი პროკურორობის კანდიდატად ევროპულმა საქართველომ დაასახელა. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთავარმა პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამის მხარდასაჭერი აქციები დაიწყო. აქციაზე მთავარი პრკურორის გადადგომა მოითხოვეს, ირაკლი შოთაძემ კი თანამდებობა დატოვა.