ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტამდე ერთი დღით ადრე გამართულ ბრიფინზგე თქვა, რომ 12 ივლისს, ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ერთობლივ განცხადებას გაავრცელებს. რუსთავი 2-ის თარგმანის მიხედვით, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მთვრობის ხელმძღვანელები სამიტზე იმ პროგრესს აღიარებენ, რასაც საქართველო აღწევს:

"ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას და მადლიერი ვართ მის მიერ გაწეული დახმარებისთვის ნატოს მისიებში. ის ფაქტი, რომ მონტენეგრო უკვე გაწევრიანდა, ხვალ კი მოვიწვევთ მაკედონიასაც ალიანსში, აჩვენებს, რომ ნატოს კარი ღიაა".

სამიტის ფარგლებში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით გაიმართება.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის თქმით, ცალკე გამოქვეყნდება ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებული იქნება ის მიღწევები, რაც დღემდე გაკეთდა.

ნატოს ბრიუსელის სამიტი ოფიციალურად ხვალიდან, 11 ივლისიდან იწყება.

ამავე თემაზე:

საქართველოს მოლოდინები ნატოს ბრიუსელის სამიტიდან - ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან