ადამიანები ყოველთვის ვთვლით, რომ რამდენადაც არ უნდა განვითარდნენ მანქანები, ისინი ადამიანების ჩანაცვლებას ვერასდროს შეძლებენ. პირველი ჭურჭლის სარეცხის მანქანა 1850 წელს შეიქმნა, თუმცა 150 წლის შემდეგაც კი, ბევრი ჩვენგანი ჭურჭელს კვლავ ხელით რეცხავს.

გადამოწმებული მონაცემების მიხედვით, თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები უფრო სწრაფები და ჰიგიენურები არიან, ვიდრე ჩვენ ოდესმე შევძლებთ რომ ვიყოთ. გარდა ამისა, ისინი გარემოსაც ნაკლებად აზიანებენ, რადგან წყალს და ენერგიას ჩვენზე ბევრად უფრო ეკონომიურად იყენებენ.

არსებობს მოსაზრება, რომ ხელით გარეცხილი ჭურჭელი უფრო სუფთაა, ამიტომ ბევრი ადამიანი ჭურჭლის სარეცხ მანქანებს არ ენდობა. თუმცა, ეს მოსაზრება სიცრუეა.

სარეცხ მანქანაში ჭურჭლის ჩადებამდე აღარც მათი ხელით გავლებაა საჭირო. თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანები აღჭურვილია სპეციალური სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ მეტად დასვრილი ჭურჭლის აღქმა და მათი შესაბამისად გარეცხვა.

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად შესაძლებელია ჭურჭლის ხელით გარეცხვისას მანქანაზე ნაკლები წყლის და ენერგიის დახარჯვა, პრაქტიკაში ამის შანსი ძალიან დაბალია.