თბილისში, ავტობუსში დაჭრილი არასრულწლოვნის ქირურგიული ოპერაცია დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ On.ge-ევექსში განუცხადეს.

პაციენტის მკურნალი ექიმის თქმით, 17 წლის ბიჭი საავადმყოფოში პოლიტრავმით შევიდა. მას ჭრილობით რამდენიმე ორგანო ჰქონდა დაზიანებული. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მოზარდი ამჟამად რეანიმაციაშია გადაყვანილი.

თბილისში, #140 ავტობუსში დღეს, 10 ივლისს 17 წლის მოზარდი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.