სტანდარტული გაშვების დროს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისაღწევად ხომალდს რამდენიმე დღე სჭირდება.

თუმცა, გუშინ რუსებმა მოახერხეს, რომ მათი ტვირთით სავსე ხომალდი კოსმოსურ სადგურამდე 4 საათზე ნაკლებ დროში მიეყვანათ. ეს უფრო სწრაფია, ვიდრე ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე ფრენა, რომელსაც თითქმის 5 საათი სჭირდება. ასეთ მცირე დროში კოსმოსურ სადგურამდე მიღწევა შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ აფრენის მომენტში საერთაშორისო კოსმოსური სადგური ზუსტად რაკეტის გაშვების ადგილის თავზე იმყოფებოდა, შესაბამისად ხომალდს ორბიტაზე ნაკლები მანევრების ჩატარება დასჭირდა.

ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 3 ტონა საჭმელი, წყალი და სხვადასხვა ნივთები აიტანა. რუსები იმედოვნებენ, რომ მალე ასეთი გზით ადამიანების გაშვებასაც შეძლებენ, რაც მგზავრობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის.