რამდენიმე წუთის წინ თბილისში 17 წლის მოზარდი #140 ავტობუსში დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.