გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ივლისს თბილისში ტემპერატურა 40 გრადუსამდე აიწევს. სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა, +38 გრადუსი დაფიქსირდება წინა დღეს, 11 ივლისსაც.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 11–12 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში კი ისევ +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ კვლავ +35, +40 გრადუსამდე დაცხება.

მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.