ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ, რომელიც კონცერტს დღეს Black Sea Arena-ზე მართავდა, კონცერტის დროს სცენაზე ქართველ მომღერალთა ჯგუფი "აჭარა" მიიწვია.

"მქონდა პატივი მომესმინა შესანიშნავი ვოკალისტებისთვის, მათ ჩემთვის და ჩემი მუსიკალური ბენდისთვის იმ დროს იმღერეს როცა ვსადილობდით. მე გადავწყვიტე, რომ დღეს ისინი მომეწვია და მათ, თავიანთი ულამაზესი ხმებით, თქვენთვისაც ემღერათ. გთხოვთ, შეეგებოთ ამ საოცარ მომღერლებს", ამ სიტყვებით წარადგინა კრისტინა აგილერამ ქართველი მომღერლები.