ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებები სამ მინისტრს შეეხება. მედიასაშუალებები ახალი მინისტრების სავარაუდო სიას ავრცელებენ, რომელსაც On.ge გთავაზობთ.

  1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სავარაუდოდ, მიხეილ ბატიაშვილი იქნება. ბატიაშვილი ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია.
  2. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, იმედის ინფორმაციით რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რუსთავი 2-ის ცნობით, კი ამ თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანი, ჯეოსელის ყოფილი კომერციული დირექტორი დაინიშნება.
  3. ეკონომიკის მინისტრი, მედიასაშუალებების თქმით, გიორგი ქობულია იქნება. ქობულია ექიმი-კარდიოლოგია და ამჟამად მოსკოვში საქმიანობს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის კაბინეტში სხვა ცვლილებები არ იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, გარდამავალი მთავრობა პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად არსებული შემადგენლობით წარსდგა და პარლამენტმა მხარი დაუჭირა. სამთავრობო გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო, 3 სამინისტრო გაუქმდა და სხვა სამინისტროებს შეუერთდა. მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს "პირობა მისცა", რომ ახალ მთავრობაში ახალი სახეები იქნებოდნენ.