Sky-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი რონალდუს ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. Sky-მ გაარკვია, რომ შეთანხმების პროცესში მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ ცნობილი 48 საათში გახდება, რადგან რეალს სწორედ ამ დროის განმავლობაში მოუწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

სერია ა-ს ბოლო წლების უცვლელი ჩემპიონები იმედოვნებენ, რომ ოქროს ბურთის ბოლო მფლობელს 88 მილიონ ფუნტად დაიმატებენ.

"თუ ეს მოხდება, რონალდუს ბრწყინვალე კარიერაში ახალი გამოწვევები დაიწყება", - აღნიშნა პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა.

რონალდუმ რეალში 450 გოლი გაიტანა და კლუბის ყველა დროის ბომბარდირი გახდა. მან ასევე ორჯერ მოიგო ლა ლიგა და ოთხჯერ აწია ჩემპიონთა ლიგის თასი.