ეს ფენომენი უკვე ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ გამეორდა. კანადის მთავრობა კი მომხდარზე კომენტარს კვლავაც არ აკეთებს.

ეს ყველაფერი 9 მაისს დაიწყო, როდესაც შუქნიშანზე გაჩერებული ქალბატონი და მისი ბავშვი ციდან წვიმის სახით მოვლენილი ფეკალიების მსხვერპლნი გახდნენ, რომელიც მათ ფანჯრებში ასხამდა.

ერთ-ერთ სავარაუდო დამნაშავედ თვითმფრინავები სახელდება. თვითმფრინავებს აკრძალული აქვთ ტუალეტის ავზების ჰაერში დაცლა, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევები გამორიცხული არ არის.

თუმცა, რადარის მონაცემების განხილვისა და საავიაციო პერსონალთან გასაუბრებების შემდეგ ასეთი ფაქტი არ იკვეთება და როგორც აღმოჩნდა, აღწერილ შემთხვევებს თვითმფრინავებთან კავშირი არ აქვს.

ამ ყველაფრის ერთ-ერთ მიზეზად მიგრატორული ფრინველებიც დასახელდა, თუმცა ექსპერტების აზრით იმის შანსი, რომ ასობით ფრინველმა ერთდროულად განიცადა დეფეკაცია, თითქმის ნულია.

მეცნიერები აპირებენ, რომ ფეკალიების ნიმუშები შეაგროვონ და დნმ-ის ანალიზით გაარკვიონ, თუ რომელი სახეობააა ამ ყველაფერში დამნაშავე.