რომასა და ბარსელონას ყოფილი მწვრთნელი ლუის ენრიკე ამიერიდან ესპანეთის ნაკრებს გაწვრთნის.

იგი ფერნანდო იეროს შეცვლის, რომელმაც ესპანელებს მსოფლიო ჩემპიონატზე დროებით უთავკაცა. თავად იერომ კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლებული ჯულენ ლოპეტეგი შეცვალა.

ლუის ენრიკე იმ გუნდს ჩაიბარებს, რომელიც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა. ესპანელები რუსეთის ნაკრებთან დამარცხდნენ.

ენრიკემ ბარსელონასთან ერთად ლა ლიგა ორჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - ერთხელ.