როგორც აღმოჩნდა, არათანაბარი ანაზღაურებისგან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არც ბავშვობაში არიან დაცულნი. სანამ გოგოები გაიზრდებიან და მუშაობას ოფიციალურად დაიწყებენ, ისინი არათანაბარ "ხელფასს" ჯერ კიდევ პატარაობაში, მშობლებისგან იღებენ.

BusyKid.com-ის მონაცემებით, მშობლები სახლის საქმეებში დახმარებისთვის ბიჭებს ორჯერ უფრო მეტად აჯილდოებენ, ვიდრე გოგოებს. მონაცემების მიხედვით, ერთი და იმავე საქმის შესრულებისთვის ბიჭები კვირაში $13,80-ს აგროვებენ, გოგოები კი - მხოლოდ $6,71-ს.

კვლევა ამერიკის მასშტაბით 10 000 ოჯახისგან მობილური აპლიკაციის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.

Busykid პლატფორმა 2017 წლის აგვისტოს შეიქმნა და ის მშობლებს საშუალებას აძლევს, გაკეთებული საქმეებისთვის ბავშვებს ფული მოსახერხებლად გადაურიცხონ. თავის მხრივ კი, ბავშვებიც ნახულობენ, რა საქმეების შესრულებით შეუძლიათ გამოიმუშავონ თანხა.

ყოველ პარასკევს, შესრულებული თანხისთვის ბავშებს მშობლები საბანკო ანგარიშიდან ურიცხავენ თანხას, რაც ბავშვის ანგარიშზე ისახება და აპლიკაციაშიც ჩნდება.

ბავშვებს თანხის გადანაწილება სამნაირად შეუძლიათ:

  1. ვიზა ბარათზე გადარიცხვა;
  2. შენახვა, ან ონლაინ მაღაზიებში სასურველი ნივთის შეძენა;
  3. საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხვა.

როგორც მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, ქველმოქმედების კატეგორიის არჩევისას, გოგოები უფრო გულუხვები არიან. ისინი თვიური შემოსავლის 30%-ით სხვებს ეხმარებიან, ბიჭები კი, შემოსავლის მხოლოდ 10%-ს ხარჯავენ ქველმოქმედებაში.

აპლიკაციის მიხედვით, მშობლებს შვილებისთვის ბონუსის გადახდაც შეუძლიათ და როგორც აღმოჩნდა, ისინი ამ დროსაც არასამართლიანები არიან. ბიჭები ბონუსად კვირაში საშუალოდ $17-ს იღებენ, გოგოები კი - მხოლოდ $15,5-ს.