ხორვატმა ფეხბურთელებმა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებთან გამარჯვება უკრაინას მიუძღვნეს. ვეტერანმა ხორვატმა ფეხბურთელმა, ოგნენ ვუკოევიჩმა, რომელიც ახლა კიევის დინამოს აგენტია, დომაგოი ვიდასთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა - ვიდამ რუსეთის კარში ორი გოლი გაიტანა. ფეხბურთელები ამბობენ: "დიდება უკრაინას. ეს გამარჯვება ეძღვნება დინამოს და უკრაინას".

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა კი ჩემპიონატი დატოვა.

სოჭში გამართული თამაში ანგარიშით 2:2 დასრულდა. მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ნახევარფინალში ხორვატია ინგლისს შეხვდება.

ამავე თემაზე: