მართალია მსოფლიო ჩემპიონატში ხორვატიიის გამარჯვება და რუსეთის გამოვარდნა მთელმა საქართველომ იზეიმა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ეს მოგება ეროვნული ზეიმი ხორვატებისთვის იყო. ნახევარფინალში გასულმა ნაკრება გამარჯვება არც მეტი არც ნაკლები გასახდელში ქვეყნის პრეზიდენტთან, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან ერთად სიმღერითა და ცეკვით აღნიშნა. ვიდეო პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ხორვატიის პრეზიდენტი მატჩის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოჩნდა კადრებში. ის დაძაბული ადევნებდა თვალს მატჩს. საბოლოოდ კი ნერვიულობამ შედეგი გამოიღო და ხორვატია ნახევარფინალში გადავიდა.

ამავე თემაზე: ნახვამდის პუტინიჩებო - ქართველი გულშემატკივრების რეაქციები რუსეთის ჩემპიონატიდან გავარდნაზე