"მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ჩვენ ის სკოლა ვართ, სადაც არაფერი ცუდი არ ხდება. ხდება ბულინგის მომენტიც, ხდება ცემის ფაქტიც, რა თქმა უნდა ფიზიკური დაპირისპირება და ყველაფერი ის, რაც სკოლაში ხდება", - ამის შესახებ 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ყენიამ განმარტა, რომ ბულინგი მრავალჯერადი ჩაგვრაა და 51-ე სკოლაში მრავალჯერადი ჩაგვრის ფაქტები არ დაფისქირებულა, მაგრამ მოსწავლეებს შორის სხვადასხვა მიზეზით დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ბოლო დროს მეათე და მეთერთმეტე კლასელ მოსწაავლეებს შორის ინციდენტი მიმოწერის გამო მოხდა.

ყენია ამბობს, რომ მეათე კლასელს გოგოს მისმა კლასელმა ბიჭმა, მეთერთმეტე კლასელზე შეურაცხმყოფელი სიტყვები მიწერა, მან კი მიმოწერა მეთერთმეტე კლასელს აჩვენა. მისივე თქმით, საქმის განხილვა გაკვეთილების შემდეგ სკოლის გარეთ, გურგულიას ქუჩაზე გაგრძელდა.

სერგი კაპანაძის კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ამბავში ხორავას საქმის ფიგურანტი ყენია პასუხობს, რომ ერთი პირი დ.ღ. მისივე თქმით, დ.ღ ამ საქმიდან [შეურაცხმყოფელი მიმოწერა] გარეშე პირია, რომელიც გურგულიას ქუჩაზე განხილვისას იმყოფებოდა.

დღეს, 7 ივლისს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს უსმენდნენ. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიხურა.