ადამიანებს, ისევე როგორც პრიმატების უმეტესობას, თითზე ანაბეჭდები გააჩნია. ყველა ადამიანის თითის ანაბეჭდი, მათ შორის იდენტური ტყუპებისაც კი, უნიკალურია - ის არასდროს მეორდება.

და მაინც რისგან შედგება თითის ანაბეჭდი? ცხადია, რომ, თუ თითები შოკოლადში გვაქვს ამოსვრილი, ჩვენი ანაბეჭდებიც შოკოლადის იქნება(ნომ-ნომ?), მაგრამ საქმე ისაა, რომ ერთი შეხედვით სუფთა თითები ანაბეჭდს სუფთა ზედაპირებზეც კი ტოვებს.

და რისგან შედგება ეს სუფთა, უხილავი ანაბეჭდები? ახლავე გეტყვით.

ერთი კვადრატული მილიმეტრი უხილავი თითის ანაბეჭდი შემდეგი ინგრედიენტებისგან შედგება:

  • ქლორიდები > 10 მკგ
  • ამინომჟავები 10-100 მკგ
  • შარდოვანა ≈ 1 მკგ
  • ამიაკი < 0.5მკგ
  • კანის ცხიმი 5-100 მკგ

ჩვენს კანზე ამ ნივთიერებების არსებობა ბუნებრივია. ისინი იცავენ კანს გამოშრობისგან, ანიჭებენ მას სირბილეს, ელასტიურობას და ა.შ. თუმცა, ევოლუციამ რატომღაც ვერ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ეს ნივთიერებები ჩვენ მიერ შექმნილი ტელეფონების ეკრანებზე მოხვედრის შემთხვევაში ნერვებს მოგვიშლიდა!

კარგი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ გრამი ცილა შეიცავს 4 კალორიას, ხოლო ერთი გრამი ცხიმი - 9-ს და თუ აიფონ 5-ის ეკრანის ზედაპირის ფართობი 4 400 კვ.კმ-ია, გამოდის, რომ ნათითურებით დასვრილი აიფონ 5-ის ეკრანის ალოკვით დაახლოებით 2 კალორიას მივიღებთ. ხოლო, თუ თქვენ 245 აიფონ 5-ის ეკრანის ალოკვას გადაწყვეტთ, ეს ერთი ბიგ მაკის ჭამის ტოლი იქნება.

სანამ ტელეფონების ლოკვას დაიწყებდეთ, გავარკვიოთ, თუ საერთოდ რა ფუნქცია აქვს თითის ანაბეჭდს. თითზე ანაბეჭდების ქონა საშუალებას გვაძლევს, რომ უკეთ მოვეჭიდოთ სველ ნივთებს, აღვიქვათ სხვადასხვა ტექსტურა და ა.შ. თითის ანაბეჭდები ადამიანების გარდა გორილებს, შიმპანზეებს, კოალებს და ოპოსუმებს აქვთ.