შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც სულ ჭამაზე და საჭმლის მომზადებაზე ფიქრობს? სავსებით შესაძლებელია, ეს ადამიანი თავად იყოთ.

რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია იმაში, რომ გურმანები ვართ და მომდევნო დღის ვახშამზე წინასწარ ვზრუნავთ. პირიქით, წინდახედულობას არც არაფერი ჯობია.

რაკი შევთანხმდით, რომ კარგად მჭამელები უმრავლესობაში ვართ, მაშინ აჯობებს, საერთო ენაზეც ვისაუბროთ. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანების 10 საყვარელ ფრაზას წარმოგიდგენთ, რომლებიც სულ ჭამაზე ფიქრობენ.

აი ისინიც:

1. ხვალ საუზმეზე/სადილზე/ვახშამზე რას ვჭამთ?!

ფოტო: giphy

2. თუ საჭმელი იქნება, წამოვალ

ფოტო: giphy

3. მხოლოდ 20 ხინკალი ვის ეყოფა?!

ფოტო: giphy

4. ნაკლები წვენი და მეტი კარტოფილი ამომიღე

ფოტო: giphy

5. თეფშზე საწებელი რომ მრჩება, პურს ვიმატებ, მერე პური მრჩება, საწებელს ვისხამ და ასე გრძელდება უკვე 2 საათია

ფოტო: giphy

6. უპუროდ ვერ შევჭამ, ამოიტანე!

ფოტო: giphy

7. ჩემი თანდასწრებით ნუ ჭამ, დიეტაზე ვარ!

ფოტო: giphy

8. გემრიელი იყო, კიდევ დამიმატე რა

ფოტო: giphy

9. ამდენი არ უნდა მეჭამა, მაგრამ მაინც არ ვნანობ

ფოტო: giphy

10. ორშაბათიდან ცომეულს აღარ შევჭამ

ფოტო: giphy