სამხრეთ აფრიკის ნაკრძალში შესული ბრაკონიერების ჯგუფი, რომელიც მარტორქების მონადირებას აპირებდა, ლომების სამიზნე გახდა.

ნაკრძალის მფლობელის თქმით, ადამიანის სხეულისა და ტანისამოსის ნაწილები ნაკრძალში მომუშავეებმა ლომების საცხოვრებლის სიახლოვეს იპოვეს. იმავე დღეს, ვეტერინარებმა ლომები დააძინეს და ადგილზე პოლიცია შეუშვეს.

სამართალდამცავებმა ადგილზე ტანსაცმლის ნაწილები და ნაჯახი იპოვეს. "ყველაფერი მიმოფანტული იყო", - ამბობს ნაკრძალის მფლობელი ნიკ ფოქსი.

წინასწარი ინფორმაციით, ნაკრძალში მინიმუმ სამი ადამიანი იყო შესული, რადგან ადგილზე სამი წყვილი ჩექმა იპოვეს. ნივთებს შორის იყო მაყუჩიანი თოფი, მავთულის საჭმელი, ნაჯახი მარტორქის რქების მოსაჭრელად და რამდენიმე დღისთვის სამყოფი საკვები.

აღმოჩენილ ნაწილებს ექსპერტიზა უტარდებათ. ასევე გასარკვევია, გამოიყენებდნენ თუ არა იგივე იარაღს ბრაკონიერობის სხვა შემთხვევებში.

დედამიწაზე სულ 30 000-ზე ნაკლები ცოცხალი მარტორქაა დარჩენილი, მათი 80% კი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. 2017 წელს, სამხრეთ აფრიკაში ბრაკონიერებმა ათასზე მეტი მარტორქა მოკლეს.

ფოტო: Sibuya Game Reserve