შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ერთმა პირმა საკუთარი ავტომანქანა დაწვა. მოქალაქე ამის მიზეზად მისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ასახელებს.

როგორც On.ge-ს უწყების პრესსამსახურმა განუცხადა, ავტომანქანის მფლობელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

გამოძიება საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლითაა დაწყებული.