ხუთშაბათს ღამით, ფლორიდაში კრის ბრაუნი დააპატიმრეს. მას პალმ ბიჩზე კონცერტი ჰქონდა, სწორედ სცენიდან ჩამოსვლის შემდეგ დააკავა პოლიციამ მომღერალი. TMZ-ის ცნობით, პოლიციის თანამშრომლები ბრაუნს კონცერტის განმავლობაში სცენასთან ელოდნენ.

როგორც ცნობილია, დაკავების მიზეზი გასულ წელს გამოცემული ორდერის დარღვევა გახდა. ბრაუნი დაკავებიდან ერთ საათში, გირაოს გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს.

ფოტო: Palm Beach County Sheriff's Office

ბრაუნმა კარიერის მანძილზე კანონს რამდენჯერმე გადაუხვია. 2009 წელს, ის იმდროინდელ შეყვარებულ რიანაზე თავდასხმის გამო დააპატიმრეს.

2013 წელს, როცა მისი პრობაციის ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული, ბრაუნი და მისი დაცვის წევრი დააპატიმრეს, თუმცა მოგვიანებით ბრალდება მოუხსნეს და გირაოს გარეშე გაათავისუფლეს. მოსამართლემ ბრაუნს რამდენჯერმე მოსთხოვა სარეაბილიტაციო პროგრამის გავლა.