საშა ბარონ კოენის შემდეგი ფილმი ტრამპზე იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ კომიკოსმა ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა.

როგორც ამ პატარა ვიდეოდან ჩანს, საშამ დონალდ ტრამპის ძველი რჩევა გაითვალისწინა და ახალი შემართებით დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც კოენმა ტრამპი გაპრეზიდენტების შემდეგ გააკრიტიკა, დონალდმა საშას იუმორის სკოლაში სწავლა ურჩია.

ტვიტერზე გავრცელებული ტიზერიდან კი ვიგებთ, რომ საშამ იუმორის სკოლა დაამთავრა და ახალი პროექტისთვის მზად არის, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ტრამპის უნივერსიტეტებზე იქნება.